ჩვენს შესახებ

ინდუსტრიული ყავის საწარმო N1

შპს ინდუსტრიული ყავის საწარმო N1 დაარსდა 2024 წელს ყავის წარმოებაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ. საწარმოს საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ნედლი/მწვანე ყავის იმპორტი, მისი შემდგომი გადამუშავება (გაწმენდა, მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) და დისტრიბუცია საქართველოში

ჩვენი კომპანიის საკუთრებაშია უახლესი, ყავის ინდუსტრიაში საუკეთესოდ აღიარებული გერმანული დანადგარებით აღჭურვილი საწარმო, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება გერმანულ და იტალიურ ყავის საწარმოებს.

ჩვენი მისიაა ქართველ მომხმარებლებს 100%-ით ნატურალური, ნამდვილი ყავა გავასინჯოთ და ამ გზით დავიმკვიდროთ ადგილი ქართული ყავის ბაზარზე. ჩვენი პროდუქცია უნდა იყოს ყველასგან გამორჩეული, მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი. გვსურს გვქონდეს ხალხის ნდობა და ჩვენი მომხმარებლები მუდამ კმაყოფილნი იყვნენ ჩვენი საქმიანობით.

ჩვენი მიზანი არ არის მომხმარებლის ერთჯერადად მოზიდვა, იმისთვის რომ ჩვენი მისია შესრულდეს 100%-ით საჭიროა მომხმარებლის შენარჩუნება და მისი მოლოდინის გამართლება, მათთან მუდმივი კავშირი უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩვენი მიზანი ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმატებაა.

ჩვენ ვქმნით რჩეულ პროდუქტს რომლის გემო და ხარისხი არის ჩვენი კომპანიის N1 პრიორიტეტი. ყავა ტრილოგიაა: მისი გემოს ერთ მესამედს ქმნის მწვანე მარცვლის წარმომავლობა/ჯიში, დარჩენილი ორი მესამედი კი დამოკიდებულია მის – მოხალვასა და მოდუღებაზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საუკეთესო ყავა იწარმოება სწორედ იქ სადაც ის არ მოდის. საუკეთესო ხარისხის ყავის წარმოებისათვის არ არის აუცილებელი, რომ ის საქართველოში მოდიოდეს, ამისათვის საჭიროა შეიქმნას პროდუქტი – გემოვნებით, ხარისხის კონტროლის ტრადიციით, საუკეთესო მანქანა-დანადგარებით და მომხმარებლების პატივისცემით – რასაც ჩვენ საგულდაგულოდ ვასრულებთ.